იზაბელ დე შარიერი მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტური აზროვნების ევროპელი მწერალი ქალი იყო. ფრანგულ ენას ბავშვობიდან დაეუფლა, მთელი ცხოვრება მას აღმერთებდა და ამ ენაზე წერდა. სტილისა და სულისკვეთების მიხედვით მისი შემოქმედება ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსეული ნიმუშია. მიუხედავად მისი შემოქმედების მრავალფეროვნებისა, მას ქალთა რომანის აყვავების პერიოდის დიდ რომანისტად მიიჩნევენ.