რომანში სამი ქალბატონის ცხოვრებაა აღწერილი. საფრანგეთის რევოლუციის გამო სამი ქალბატონი იძულებულია გერმანიაში დასახლდეს. სწორედ აქ აღმოჩნდებიან სიტუაციაში, რომელიც მათ ცხოვრებას სრულიად ცვლის. ავტორი შესანიშნავად აღწერს სოციალურ უთანასწორობას. ის სამ ემიგრანტ ქალს ანდობს დაავალებას, მათი თავგადასავლების, სიყვარულის, გეგმების მიღმა მკითხველს აგრძნობინონ განმანათლებლობის ნიავი, რომელიც წინასწარ შექმნილ, მოძველებულ აზრებს შეარყევს.