გიორგი ეკიზაშვილი

გიორგი ეკიზაშვილი

  • 1943-

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი მთარგმნელი და ფრანგული ლიტერატურის პედაგოგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზ საგანის, ალენ რობ-გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, ანდრე მორუას, ერვე ბაზენის, მარკ ხოლოდენკოს, ივ მარტენის, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ჟილ ჟუანარის, ნატალი საროტის, მიშელ უელბეკის, დანიელ პენაკის, პიერ პეჟუს და სხვათა ნაწარმოებები. საუკეთესო თარგმანებისთვის მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია (ორჯერ), პრემია საბა, მიხეილ თუმანიშვილის პრემია (ორჯერ), ივანე მაჩაბლის პრემია, ღირსების ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის ოქროს მედალი, ფრანგული რენესანსის ოქროს მედალი და სხვა ჯილდოები. 2015 წელს გიორგი ეკიზაშვილს საფრანგეთის მთავრობის მიერ მიენიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორის წოდება.