კრისტიან გე-პოლიკენი თანამედროვე კვებეკელი მწერალია. მონრეალის კვებეკის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2015 წლიდან, იგი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და თავიდანვე დაიმსახურა მკითხველთა და კრიტიკოსთა სიმპათია. მის რომანებში მთავარი ადგილი უჭირავს გადარჩენის თემას, მოლოდინსა და ადამიანურ ურთიერთობებს. დღეს იგი კანადური ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ხმად მიიჩნევა.