„თოვლის ტყვეები“ ჩაკეტილ, დამთრგუნველ ზამთრულ სამყარო აჭერს, სადაც თანდათან იშლება ჩვეული საყრდენები. შეკავებული და დაძაბული თხრობის მეშვეობით ავტორს შევყავართ სიცივეში, თოვლში, სიჩუმეში და აღწერს ურთიერთობების ნელ დეგრადირებასაც და ადამიანურ სოლიდარობასაც.ამ ნაწარმოებისთვის ავტორს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია: საფრანგეთ-კვებეკის პრემია, კოლეჯელების ლიტერატურული პრემია, რენგეს პრემია, გენერალური გუბერნატორის პრემია, მონტერეჟის ახალგაზრდული პრემია, კვებეკის კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (AIEQ) მიერ გაცემული შვედეთის, ესტონეთის და ბარსელონას ლიცეუმელების პრემია, მონრეალის ბიბლიოთეკების “აუცილებლად წასაკითხი” წიგნების კლუბის პრემია, კუაფარის პრემია, ფრანკოფონული რომანის პრემია Libr’à Nous.