იულია ვებერი

იულია ვებერი

  • 1983-

იულია ვებერი თანამედროვე გერმანულენოვანი შვეიცარიელი მწერალია. იგი დაიბადა მოშიში, ტანზანიაში. 1985 წელს ოჯახთან ერთად ციურიხში დაბრუნდა. მან შეისწავლა ფოტოგრაფის ასისტენტის ხელობა და დიზაინის სფეროში პროფესიული ხარისხი მიიღო. 2009-2012 წლებში სწავლობდა მხატვრულ წერას შვეიცარიის ლიტერატურის ინსტიტუტში ბილში. 2012 წელს დააარსა ლიტერატურული სამსახური (www.literaturdienst.ch). ასევე, თანადამფუძნებელია აქტივისტ ხელოვანთა ჯგუფის „ლიტერატურა იმისთვის, რაც ხდება“ და ქალი მწერლების კოლექტივის RAUF. წერს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, თეატრალური დადგმებისა და ანთოლოგიებისთვის, აგრეთვე რადიო SRF 1-ისთვის. მისი პირველი რომანი „ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“ აღინიშნა ფრანც ტუმლერის ლიტერატურული პრემიით, ალფრედ დიობლინის მედლით, კონრად ფერდინანდ მაიერის პრიზით.