„ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“ უცნაურად სევდიანი რომანია, რომელიც ფაქიზი იუმორით შთამბეჭდავ ამბავს ჰყვება: ცხოვრების ხალისის დაკარგვაზე მოწესრიგებულ სამყაროში და იმაზე, თუ როგორც ცდილობს ორი ბავშვი, ამას თავისი საკუთარი ლოგიკით გაუმკლავდეს. ანაისის და ბრუნოს სახით იულია ვებერს და-ძმის უაღრესად ამაღელვებელი წყვილი შემოჰყავს ლიტერატურაში. „ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“ იულია ვებერის პირველი რომანია. იგი დაჯილდოვდა ფრანც ტუმლერის ლიტერატურული პრემიით, ალფრედ დიობლინის მედლით, კონრად ფერდინანდ მაიერის პრიზით.