ქეთევან კიკნაძე

ქეთევან კიკნაძე

ქეთევან კიკნაძე არის გერმანული ენის სპეციალისტი, მთარგმნელი. დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მას შემდეგ, რაც სპეციალობით ორი წელი იმუშავა, თარგმანის სფეროში გადაინაცვლა. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, გერმანული ენიდან თარგმნიდა სამეცნიერო ლიტერატურას. მთარგმნელად და რედაქტორად მუშაობდა გერმანულენოვან გაზეთ Kაუკასისცჰე ძეიტუნგ-ში. იყო კატალოგისა და ვებგვერდის რედაქტორი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რედაქტორად მუშაობდა ეროვნული კინოცენტრის ბეჭდურ გამოცემებზე. როგორც მთარგმნელი და თარჯიმანი თანამშრომლობს „ნატურაფარმთან“, გერმანულ-შვეიცარიული ფირმის „ველედას“ პარტნიორთან საქართველოში. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფრანც კაფკას მოთხრობები და იულია ვებერის რომანი `ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“.