„ვინც არ კვდება“ მოგვითხრობს კარპატებში, ტრანსილვანიის საზღვართან მდებარე ერთი პატარა დასახლებაში, ბ.-ში განვითარგებულ ამბებს. პარიზში სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ქალი ბ.-ში ბრუნდება, რომელიც აღარ ჰგავს იმ იდილიურ ადგილს, სადაც ის ბავშვობაში არდადეგებს ატარებდა. მას უყვარს ბუნება, სოფლური ლანდშაფტი და ადგილობრივი ხალხის უბრალო ცხოვრება. მაგრამ ახლა ის იმას ხედავს, რასაც ადრე ვერ ამჩნევდა - სოციალურ უფსკრულს, უპერსპექტივობას და ყოფილი მეგობრების სასოწარკვეთას. უბედურება მოდის, როდესაც დრაკულას სახელით ცნობილი თავადის ვლად სარზე გამსმელის საფლავზე დასახიჩრებულ გვამს აღმოაჩენენ. რა უფრო საშინელია, რეალობა თუ გამონაგონი?