დანა გრიგორჩა

დანა გრიგორჩა

  • 1979-

დანა გრიგორჩა ბუქარესტში დაიბადა. ის გერმანისტი და ნიდერლანდისტია და მრავალი წელია ოჯახთან ერთად ციურიხში ცხოვრობს. რუმინელ-შვეიცარიელი მწერლის წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და არაერთი ჯილდოთია აღნიშნული. მისი რომანი ,,ვინც არ კვდება“ 2021 წელს ნომინირებული იყო გერმანიის ლიტერატურულ პრემიაზე და 2022 წელს შვეიცარიის ლიტერატურული პრიზით აღინიშნა. დანა გრიგორჩა რუმინეთის ღირსების ორდენის მფლობელია კულტურის დარგში, რაინდის წოდებით.