ბესო ხვედელიძე

ბესო ხვედელიძე

  • 1972-

ბესო ხვედელიძე პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ჰილერი, მოგზაურია. სხვადასხვა დროს (1990-2020) სწავლობდა ჟურნალისტიკის, ლიტერატურულ, კინო-სასცენარო და ალტერნატიული მედიცინის (შავი მაგია) ფაკულტეტებზე (თბილისსა და კატმანდუში). სამხედრო კორესპონდენტად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ცხრა წელი (1994-2003) მუშაობდა თბილისის FM-რადიოებში (რადიო 105; მწვანე ტალღა; რადიო 106) მუსიკალურ წამყვანად (DJ). მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: „საბა“ (2003; 2012) „პენ-მარათონი“ (2002; 2005), „წერო“ (2007); „ლიტსახელები“ (2010), „წმინდა ნინოს ჯვარი“ (2011). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, ჩეხურ, პოლონურ, სლოვაკურ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ, შვედურ, ირანულ, უზბეკურ ენებზე. ცნობილი ქართველი მწერალი ამჯერად დრამატურგიული კრებულით წარსდგება მკითხველის წინაშე.