ხიდჩატეხილობა

ხიდჩატეხილობა

15.00 ლარი

მარაგშია

„ხიდჩატეხილობა“ ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. თეატრალი საზოგადოება ამ წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოაჩენს ეროვნულ-ისტორიულ აბსურდს, გროტესკულ შავ კომედიას, საახალწლო-ისტერიულ ფარსს, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილ დრამას, ფსიქოდელიურ თრიპ-პიესას და ქართულ ჯგუფურ-შიზოიდურ ტრაგიკომედიას... მანკიერებები, რომლებშიც ბესო ხვედელიძე ქართულ საზოგადოებას ამხელს, მარადჟამ აქტუალურია. ოჯახური სოციალური კოლაფსი, გაუთავებელი ბულინგი, პოლინარკომანია, კონფორმიზმი, ფსიქიკური აშლილობანი, გენდერული დისბალანსი, იძულებითი პროსტიტუცია, თაობათა შორის მწვავე ბრძოლა, - ეს ის წამყვანი თემებია, რომლებიც ავტორმა თავის პიესებში წინ წამოსწია.