ამჟამად ლეგენდად ქცეული ლიტერატურული პერსონაჟი ტენტენი 1929 წელს დაიბადა ბელგიის სამეფოში და მისი დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში შარშან მისი მუზეუმი გაიხსნა. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი ერჟე შეუდარებელი იუმორითა და უხვი ფანტაზიით მოგვითხრობს ახალგაზრდა რეპორტიორის ამბებს. "ფარაონის სიგარები" ერთი ნაწილია ტენტენის ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლისა, რომელიც 24 ალბომშია აღწერილი.