,,მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ ივ ბონფუას პირველი, სიურრეალისტური განწყობის კრებულია, რომელიც 1953 წელს გამოსცა, იგი შედგება 5 ქვეთავისგან: თეატრი, უკანასკნელი ჟესტები, დუვი ლაპარაკობს, ორანჟერეა და ნამდვილი ადგილი. ამ კრებულში, უსათაუროსა და მოკლე ლექსებს რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი გრძელი ლექსები ცვლიან. წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის“ პროექტის ფარგლებში.