მერაბ მიქელაძე ანთროპოლოგიის დოქტორი (2012), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარი. 1992 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული და ინგლისური ენების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1996-1999 წლებში იყო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე. 2003 წლიდან ეწევა სამეცნიერო-კვლევითსა და მთარგმნელობით-ლიტერატურულ საქმიანობას. მის მიერ ითარგმნა და გამოიცა შარლ ბოდლერის „სევდა და იდეალი“ (2008), კლოდ ლევი-სტროსის „ტოტემიზმი დღეს“ (2010), ჟან დე ლა ფონტენის იგავ-არაკების კრებული (2020), ივ ბონფუას `მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ (2020) და სხვ.