კავკასია

კავკასია

1857-58 წლებში დიუმამ რუსეთსა და კავკასიაში იმოგზაურა. ქართველების შესახებ შთაბეჭდილებების წერა ჯერ კიდევ აზერბაიჯანში დაიწყო როცა პირველად დაინახა ქართველი თავადი ბაგრატიონი, შემდეგ კი პატარა ივანე თარხნიშვილი გაიცნო... ამ მოგზაურობაში დიუმას მეგობარი მხატვარი მუანე დაჰყვებოდა და გზადაგზა ჩანახატებს აკეთებდა... წიგნი მწერლის საქართველოში მოგზაურობის 150 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა, იგი ილუსტრირებულია მუანესა და თავად გაგარინის ნახატებით.