„მდინარე“ სილვი დრაპოს პირველი რომანი, რომელმაც იგი მწერალად გააცნო საზოგადოებას. ეს პატარა რომანი ერთი ტკივილიანი ამოძახილია პატარა, ხუთი წლის გოგონასი, რომელიც ოჯახთან ერთად კანადის ჩრდილოეთში, მდინარის შესართავთან ცხოვრობს, იქ სადაც მდინარე ზღვაში ჩაედინება. მკაცრი კლიმატის და ველური ბუნების გამო ოჯახის წევრები თავიანთ ერთობას „მგლის ხროვას“ უწოდებენ, რადგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი სამხრეთელი ბიძაშვილებისგან. ეს ულამაზესი პოეტური თხრობა ძლიერი, სულის შემძვრელი ემოციითაა დატვირთული.