რომანი აგებულია სიტყვისა და დუმილის ჭიდილზე. ესაა ამბავი პატარა გოგონასი, რომელიც დიდი შარტრეზის ბერებივით, რომელთაც დუმილის აღთქმა აქვთ დადებული, წყვეტს ლაპარაკს. მას უპირისპირდება წიგნის მაღაზიის მფლობელი, თავისი უდიდესი ერუდიციით, არაჩვეულებრივი მეხსიერებით და მრავალრიცხოვანი ციტატებით შესანიშნავი მწერლების წიგნებიდან. რომანს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები: ,,პრი ინტერ“ და როზინ პერიეს პრემია. 2005 წელს იგი ფილმად გადაიღეს.