ორი გადაჯაჭვული ცხოვრება. ალექსანდრე დიუმას ქართველი.

ორი გადაჯაჭვული ცხოვრება. ალექსანდრე დიუმას ქართველი.

0.00 ლარი

მარაგშია

კლოდ შოპი, ალექსანდრე დიუმას ცნობილი ბიოგრაფი, რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში, რომ დაედგინა მწერლის კავკასიური მარშრუტი. დიუმას წიგნში „კავკასია“ მოთხრობილია, რომ მან ფოთში გაიცნო გორელი ვასილი მირიანაშვილი და თან წაყოლა შესთავაზა. პასპორტის არქონის გამო ვასილი მაშინვე ვერ გაჰყვა, მაგრამ მოგვიანებით, პასპორტი აიღო და უსახსროდ, უცხო ენების ცოდნის გარეშე, მაგრამ მხოლოდ დიუმას სახელისა და მწერლის მიერ დატოვებული ბარათის იმედად, მარტომ ჩააღწია პარიზში, სადაც მწერალს სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორებია. ეს წიგნი სწორედ ვასილი მირიანაშვილის — მირიანონის — საოცარ ბედს ეძღვნება: მის ცხოვრებას დიუმას გვერდით, მის შემდგომ საქმიანობას საფრანგეთში; ვასილმა პუიში(საფრანგეთი) დააარსა აბანო, კაზინო, რესტორანი და სხვ., ჩაიდინა გმირობა, რომელზეც „ლე ფიგარო“ წერდა; ასევე მისი შთამომავლებისგან ერთ-ერთი, ჟორჟ მირიანონი, აღიარებული მხატვარი გახდა, რომლის სახელიც დღეს ქუჩას და სკვერს ჰქვია და რომლის სახელობის პრემიაც ყოველწლიურად გაიცემა.