ივანე მარგიანი. ცხოვრება და მოღვაწეობა

ივანე მარგიანი. ცხოვრება და მოღვაწეობა

ნაშრომი ეძღვნება ცნობილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს დეკანოზ იოანეს (ივანე მარგიანს). მასში ფართოდ გაშუქებულია ამ მრავალმხრივი მოღვაწის ბიოგრაფია. შესწავლილია ივანე მარგიანის გენეალოგია, მისი სასულიერო და ეროვნული მოღვაწეობის საგულისხმო მომენტები. გამოვლენილია დეკანოზ იოანეს სასულიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის დღემდე უცნობი დეტალები, წარმოჩენილია ივანე მარგიანის დიდი წვლილი სვანეთში პირველი ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბების საქმეში. ნაშრომს თან ერთვის ორი ლიტერატურული ეტიუდი და მუსიკალური დისკი.