მუდამ ერთად

მუდამ ერთად

"მუდამ ერთად" ორი დის ამბავს მოგვითხრობს, რომელთაგან ერთი ჩაუშესკოს რუმინეთიდან შვეიცარიაში გაქვეცას ახერხებს, მეორე კი სამშობლოში რჩება. ერთმანეთთნა ურთიერთობა კი ხანმოკლე და იშვიათი ტელეფონის ზარებით, და ხშირი, ოღომდ ცენზურის მიერ გაკონტროლებული წერილებითღა შეუძლიათ. წლები გადის, ერთი თავისუფალია, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრობს, ოღონდ უსახსროდ, და მარტოდმარტო თვითდამკვიდრებას ცდილობს, მეორე კი მკაცრი რეჟიმის ქვეშ გაჭირვებით ირჩენს თავს, ოღონდ, ახლობლებთან ერთადაა. ყველაფერია ამ წერილებში: ტკივილი, მონატრება, სიმტკიცე, საყვედურები, ერთმანეთის საქციელის გაუგებრობა, და მაინც... სიყვარული, ორი დის სიყვარული, რომელთაც წლების შემდეგაც ერთმანეთთან შეხვედრაზე უფრო დიდი სიხარული ვერ წარმოუდგენიათ... პიესამ 2008 წელს მიხეილ თუმანიშვილის ფონდის პრემია მიიღო როგორც წლის საუკეთესო პიესის თარგმანმა.