სიახლეები

  • -

  • 13 Jan, 2022

გერონტი ქიქოძის პრემია 2022

ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მისაღებად!პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს. წელს ჩვენი პარტნიორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი !!! - რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;- რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2021 წელს;- განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;- განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 31 იანვარია;- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;- პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!

გაიგე მეტი
  • -

  • 21 Dec, 2021

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსში საუკეთესო თარგმანისთვის პრემია მიენიჭა ქ-ნ როზა ოდიშვილს წიგნისთვის ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო, რომელიც გამოიცა ევროკავშირის მხარდაჭერით პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" ფარგლებში.

გაიგე მეტი