ილია გასვიანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (რომანული ფილოლოგია), ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (მეორე სავალდებულო ენა - იტალიური). მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა 2001 წლიდან. მთარგმნელობითი სტაჟირებით, ის არაერთხელ იმყოფებოდა არლის ლიტერატურის მთარგმნელთა საერთაშორისო სახლსა (საფრანგეთი) და ლორენის მთარგმნელთა სახლში (შვეიცარია); მიღებული აქვს საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის, იტალიის მთავრობისა და ვალეს კანტონის (შვეიცარია) სტიპენდიები. ამჟამად ასწავლის ფრანგულ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თარგმნის ფრანგული და იტალიური ენებიდან. თარგმნილი აქვს კლოდ სიმონის, ალბერ კამიუს, დარიო ფოს, იტალო ზვევოსა და სხვა მწერალთა ნაწარმოებები.