• --

  • 13 Jan, 2020

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს და იგი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს. ჟიური შედგება ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებისგან და არის კონფიდენციალური. ლაურეატის გამოსავლენად ჟიური იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით: თარგმანის ხარისხი: რამდენად კარგად ფლობს მთარგმნელი ქართულ და ფრანგულ ენებს, რამდენად ადეკვატურად გადმოაქვს აზრი, რამდენად ინარჩუნებს ენის რეგისტრს, მწერლის სტილს და სხვ. რამდენად ხელს შეუწყობს ეს თარგმანი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის პირობები - რომანის ორიგინალი დაწერილი უნდა იყოს ფრანგულ ენაზე, ავტორი უნდა იყოს ფრანგი ან ფრანგულენოვანი ქვეყნის წარმომადგენელი. - რომანი თარგმნილი უნდა იყოს ფრანგული ენიდან : - ქართული გამომცემლობა უნდა ფლობდეს რომანის ქართულ ენაზე გამოცემის საავტორო უფლებას, თუ მწერალი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 70 წელი. - რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2019 წელს. - რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა 2020 წლის 13 იანვრიდან 10 თებერვლამდე. განაცხადი უნდა შეივსოს გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award), ხოლო წიგნის ორი ეგზემპლარი მოგვაწოდოთ აგორას წიგნის მაღაზიაში ქ-ნ ეკა ჩაჩხიანის სახელზე. მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 75, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, მე-3 სართ. გთხოვთ, წიგნების ჩაბარების დრო წინასწარ შეათანხმოთ ტელეფონით 555541900. - განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის. - გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება 2020 წლის 19 მარტს. - პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს. გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!