რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა ქალის ზნეობრივი დაცემის და მონანიების ისტორია გასული საუკუნის მიწურულის თურქული საზოგადოების ფონზე, რომელმაც ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია, მაგრამ იმავდროულად ძველ ღირებულებებს ებღაუჭება. ბედისგან გარიყული, საზოგადოების წნეხის ქვეშ მოქცეული ახალგაზრდა ქალი ცდილობს, მადამ ბოვარის მსგავსად, თავი დააღწიოს უფერულ ყოველდღიურობას და სიკვდილს.