რომანში ადამსბერგი და მისი გუნდის წევრები უცნაურ საქმეს წააწყდებიან. პარიზის მაგივრად თავს ნორმანდიის ტყეებში ამოყოფენ და ძიების წასამართად შუასაუკუნეების წიგნს იშველიებენ. „...დააყენე ყოველი ესე ნამზადი ახალსა ღვინოსა შინა და განართხე თავი მისი პირდაღმა მიწასა ზედა.“ - საგონებელში ჩავარდნილი კომისარი კვალდაკვალ მისდევს იდუმალ მკვლელს, რომელსაც შემდეგი მსხვერპლი უკვე არჩეული ჰყავს...