გერონტი ქიქოძის პრემია 2023
ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად!პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.- რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;- რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2022 წელს;- განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;- განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 10 თებერვალია;- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;- პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!
გაიგე მეტი